2022-09-30 19:25:19, 1354 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ, რათა განეხილათ მიმდინარე ომი. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, ორი სახელმწიფოს მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ, რათა განეხილათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე შეტევა პუტინის უკანონო ომში მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და გასათავისუფლებლად.
”მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ იქნა მოტანილი გაერთიანებული სამეფოს აღჭურვილობა ბრძოლის ველზე, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ეფექტურობაზე… და რა შემდგომი მხარდაჭერა შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,