2022-09-26 18:45:25, 1749 ნახვა
ომი უკრაინაში
იჟევსკში სკოლაში სროლის შედეგად 11 ბავშვი გარდაიცვალა
იჟევსკში სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. - ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაღუპულთა შორის 11 ბავშვია.
"იჟევსკში სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათგან 11 ბავშვია. დაშავებულია 39 ადამიანი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,