|
2022-09-26 14:01:31, 1344 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს სტიპენდია გადასცა
„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 5 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. სტუდენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ესენი არიან: ნინელი მახაჭაძე, ლელა მახარაძე, სანდრო კიკნაძე, ილია დოლიძე, ნინი დავითაძე. სტიპენდიანტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან. „საქართველოს ბანკისთვის“ სოციალური კუთხით ერთერთ პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წამოადგენს. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესალებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას. ახალგაზრდები, რომლებიც საბოლოო ჯამში მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდებიან, საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)