2022-09-24 14:05:27, 1821 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - რუსეთი თავდაცვის ხარჯებს 43%-ით ზრდის
პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურებისთვის ემზადება. - ამის შესახებ Bloomberg-მა განაცხადა.
მათივე თქმით, თავდაცვის ხარჯებს 43%-ით ზრდის.
„თავდაცვის ხარჯები მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმის საწყის დაშვებას 43%-ზე მეტით გადააჭარბებს, ხოლო ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ბიუჯეტი 40%-ზე მეტით გაიზრდება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,