2022-09-24 13:35:11, 1787 ნახვა
ომი უკრაინაში
ლანდსბერგისი - ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს რუსებს, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის
ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს რუსებს, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრილიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ.
„ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,