2022-09-23 17:49:21, 1568 ნახვა
ომი უკრაინაში
თავდაცვა - უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 9 000 დამცველი დაკარგა
უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 9 000 დამცველი დაკარგა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დროს სამხედრო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
„თუ მათ უკვე ჰყავთ 50 000-ზე მეტი დაღუპული, ჩვენი დაღუპულების რაოდენობა დაახლოებით არის 9 000" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,