2022-09-21 18:59:35, 1173 ნახვა
ომი უკრაინაში
რიუტე - მობილიზაცია და დონეცკში რეფერენდუმის მოწოდება პანიკის ნიშანია
მობილიზაცია და დონეცკში რეფერენდუმის მოწოდება პანიკის ნიშანია. - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისივე თქმით,პუტინის ამგვარი რიტორიკის მათ არ ეშინიათ.
"მობილიზაცია და დონეცკში რეფერენდუმის მოწოდება პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით არის ის, რაც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია და ეს არ გვაშინებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,