20:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 10:46:19, 1481 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა 13 ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესაზებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

რეზნიჩენკოს თქმით, მარგანეცში 13 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ათი საავადმყოფოშია, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

„ტრაგიკული ღამე. ნიკოპოლის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 13 ადამიანი მოკლეს და 13 დაჭრეს. მტერმა უბანი „გრადებიდან” ორჯერ დაბომბა, 80 რაკეტა ესროლა საცხოვრებელ ადგილებს. მიზანმიმართულად, მზაკვრულად განახორციელა დარტყმები მაშინ, როცა ხალხს ეძინა“,- წერს რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, ქალაქში 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, ცენტრალური კონტროლის ცენტრი, კულტურის სასახლე, ჰოსტელი, ორი სკოლა, საკრებულოს შენობა და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.

ამასთან, ერთი ქალი გარდაიცვალა ვიშეტარასოვკაში. მისი სახლი ოკუპანტების ჭურვმა სრულად გაანადგურა. სოფელში 11 კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა - ათასამდე ადამიანი გაზის გარეშე დარჩა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics