01:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 19:21:05, 1523 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სენატორებმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს

სენატორებმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი სადაც უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგიც იგრძნობა.

"რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა, იერმაკისა და მაკფოლის ხელმძღვანელობით, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების გენოციდად აღიარება მოითხოვეს. და აი, უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგი: სენატორებმა - რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, ბლუმენტალმა, პორტმანმა, შაჰინმა და გრეჰემმა, - წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics