01:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 11:34:38, 1406 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს - დაშავებულია 20-მდე ადამიანი, არის მსხვერპლიც

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის მასიური დაბომბვა დაიწყეს. ამის შესახებ ხარკოვის OVA-ს თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

"რუსები თავს ესხმიან ხარკოვს. მოსახლეობის ინფორმაციისთვის: დარჩით თავშესაფრებში, არ გამოხვიდეთ ქუჩაში ზედმეტად, ნუ უგულებელყოფთ სიგნალიზაციას!", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მერის თქმით, თავდასხმა მოხდა ხარკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა ერთი. 

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, 20 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აცნობა, რომ მტერი ხარკოვის მიმართულებით სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა ოკუპირებული ხაზების შესანარჩუნებლად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics