04:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 19:27:41, 1258 ნახვა

ომი უკრაინაში
სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს. - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, ის არ დარდობს იმაზე, რომ არ გაემგზავრა მოსკოვში გაზის ფასზე მოსალაპარაკებლად.

"არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი წლით უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ის უნდა დავუცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ დროის განმავლობაში არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ნვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ეს არ გვაინტერესებდა. პროექტები, რომლებსაც ახლა ვაწარმოებთ, შედეგს 4-5 წელიწადში მოიტანს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics