08:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 10:23:22, 2605 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ბატონი პუტინის მანტრა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ

ბატონი პუტინის მანტრა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ,- ასე გამოეხმაურა  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პუტინის განცხადებას უკრაინის ომზე.

მისი თქმით, კონკრეტული Z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.

„არ არსებობს „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა. მხოლოდ კონკრეტული Z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.  ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე" კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიზანმიმართული გენოციდის შესახებ“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არაერთხელ სმენია, რომ დასავლეთს უნდა რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე სურს. რაც არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად. ამავდროულად, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვამბობთ უარს. მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“,- განაცხადა პუტინმა.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics