14:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 18:51:00, 1799 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელების ბოლო დასაყრდენი ლუგანსკის რეგიონში - რუსები ლისიჩანსკიში ძალების მობილიზაციას ახდენენ

სევეროდონეცკის აღების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ყურადღება გაამახვილეს ლისიჩანსკზე, ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქზე, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა.ამის შესახებ ინფორმაციას სერგეი გაიდაი  ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისივე თქმით, ქალაქზე ავიადარტყმები განხორციელდა. გუბერნატორის თქმით, სერიოზულად დაზიანებულია საგზაო ხიდი, ჭურვები მოხვდა სახლებს, უსაფრთხოების სამსახურის შენობას და ა.შ. საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიცოცხლის ნიშნების გარეშე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას მრავლობითი დაზიანებები ნაღმის აფეთქების შედეგად ჰქონდა მიყენებული.

 „ლისიჩანსკში საჰაერო თავდასხმები განხორციელდა  რუსები თავს იკავებენ სევიეროდონეცკში, სიროტინეში, ვორონოვესა და ბორივსკეში.სევიეროდონეცკის აღების შემდეგ, მტრის არმიამ მთელი თავისი ძალები გადაისროლა ლუგანსკის ოლქის ბოლო დასაყრდენის, ლისიჩანსკის დაკავებაზე."- აცხადებს გაიდაი.

 შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რუსებმა დაბომბეს აზოტის ქიმიური ქარხანა და სევიეროდონეცკში საგანგებო სიტუაციების სამსახურის სასწავლო მოედანი, ცეცხლი გაუხსნეს პავლოგრადისა და სინეცკის დასახლებებს და ლისიჩანსკამდე უკვე დანგრეული და დაბომბული ხიდების "სიძლიერე გამოსცადეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics