|
2022-06-21 18:45:10, 1214 ნახვა
ომი უკრაინაში
გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვმა. მისივე თქმით, რუსების იერიშების შედეგად, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთი ბავშვია. "ოკუპანტები ხარკოვში კვლავ ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხარკოვის მაცხოვრებლებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და თუ აუცილებელი არაა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ახლა ძალიან საშიშია".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)