19:01 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 14:17:55, 1497 ნახვა

ომი უკრაინაში
მეცოლა - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ასევე მივესალმებით მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება". - განაცხადა მეცოლამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics