12:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:06:00, 2138 ნახვა

კომენტარი
კახი კახიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ

ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, იმიტომ, რომ ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ. ეს ადამიანი არ არის მარტო, მას ჰყავს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი საქართველოს მოსახლეობაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს რამეს უნდა, ასე ვერ მოხდება. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოება ყოველთვის ყველაფერს ხედავს.- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა. 

კახა კახიშვილის თქმით, რატომ არის, რომ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი სხვანაირ ტონალობაში გვესაუბრება, რომელიც ცდება ყოველგვარ დიპლომატიური ეთიკის ნორმებს იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენ ამის უფლება მივეცით, როდესაც არ უნდა მიგვეცა.

2003-2012 წლამდე სანქციაზე საუბარი კი არა, საერთოდ არაფერზე იყო საუბარი, შექების მეტი არ ყოფილა იმ პერიოდში. მე პირადად ვიყავი მისული ევროკავშირის მაშინდელ ელჩთან დიმიტროვთან, მარტო მე კი არა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტები ვიყავით, რომ ამ საელჩოს მოდერაცია გაეწია ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის, რომ რამენაირად 26 მაისს შეტაკება არ ყოფილიყო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. სხვათა შორის, საელჩოში გაუკვირდათ, რას ნიშნავსო, ახლა თქვენ რას მთხოვთ, რომ მე ხელისუფლებას ვუთხრა, ზეიმი და აღლუმი არ ჩაატაროსო? თუ იქნება, კანონიერი იქნებაო, ასეთი მიდგომა ჰქონდათ მაშინ“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics