23:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 11:13:08, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - მარიუპოლს ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება

უკრაინის სამხრეთ ქალაქ მარიუპოლს ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება, რადგან სამედიცინო სერვისები სავარაუდოდ უკვე კოლაფსს უახლოვდება, განაცხადა  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

უწყების ცნობით,  ასევე არის მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტი ქალაქ ხერსონში.

"უკრაინაში 1995 წელს ქოლერას დიდი აფეთქება მოხდა, რასაც წლიდან წლამდე შემთხვევები მოყვება. მარიუპოლს  ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება, რადგან სამედიცინო სერვისები სავარაუდოდ უკვე კოლაფსს უახლოვდება,"- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკრაინის ინციდენტების მენეჯერმა დორიტ ნიცანმა თქვა, რომ მარიუპოლი, რომელსაც ახლა რუსული ძალები აკონტროლებენ ალყისა და მძიმე დაბომბვის შემდეგ, ქოლერის რისკის ქვეშ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics