05:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 14:18:12, 1495 ნახვა

რეგიონი
ირაკლი შოთაძემ აჭარის, დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი, ნათია მერებაშვილი, საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით, რანგის მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა.

პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდებით და შესაბამისი სამკერდე ნიშნით სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სართანია დაჯილდოვდა.

ირაკლი შოთაძემ ასევე, ქალაქ ზუგდიდში და ქუთაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და ამასთან, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, დაზარალებულებს შეხვდა.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისს აღინიშნება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics