20:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 10:31:48, 1494 ნახვა

სამართალი
შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც 15 წლის მოზარდი დაჭრა

პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics