|
2022-05-30 16:26:46, 1281 ნახვა
რეგიონი
ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმები შემუშავდა
„ოცნების ქალაქის" საცხოვრებელი ბინების განაწილების კრიტერიუმებზე მუშაობა შესაბამისმა კომისიამ დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ,,კომისიის შემადგენლობამ როგორც მთავრობის, ასევე სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა და წარმოადგინა საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს. მინდა მადლობა გადავუხადო კომისიას პირველ რიგში, და ასევე აღვნიშნო, რომ ამ კრიტერიუმებით ,,ოცნების ქალაქში" მცხოვრები ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილდება შესაბამისი საცხოვრებლით. კომისიის მუშაობაში ოცნების ქალაქის მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფი და წითელი ჯვარი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინები, შესაბამისი სოციალური მდგომარეობის და საჭიროების მქონე ოცნების ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაცხადება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. დადგენილი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით საცხოვრებელ ბინებს შშმ პირები, სპეციალური სამედიცინო საჭიროების, ასევე სოციალური ქულების მქონე მოქალაქეები, მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული, ეკომიგრანტები, იძულებით გადაადგილებული და სხვა პირები მიიღებენ. პარალელურად, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. „ოცნების ქალაქში" დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზ-მომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. მეორე ეტაპი განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტის მომზადებას ითვალისწინებს. „ოცნების ქალაქის" პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, „ოცნების ქალაქის" სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული. „ოცნების ქალაქი"-ს მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)