08:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 18:38:51, 3379 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მე მინდა პუტინთან მოლაპარაკება, აგრესორი ქვეყნის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს

საკითხი ის არ არის, რომ მე მინდა პუტინთან მოლაპარაკება, აგრესორი ქვეყნის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს,- ასე განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუ რატომ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ჰოლანდიურ გამოცემა Nos-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის აგრესორი ქვეყნის საგარეო მინისტრი ან სხვა წარმომადგენელი.

„საკითხი ის არ არის, რომ მე მინდა პუტინთან მოლაპარაკება, აგრესორი ქვეყნის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს. მან ააშენა სახელმწიფო, რომელშიც არავინ არაფერს წყვეტს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის მათი საგარეო მინისტრი და არ აქვს აზრი დელეგაციას გამოგვიგზავნას ჩვენთან სასაუბროდ. ყველა ეს ადამიანი სამწუხაროდ არავინაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი დარწმუნებულია, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.

„ის იძულებული იქნება ეს ნაბიჯი გადადგას, რათა არ დამარცხდეს ბრძოლის ველზე“,- დასძინა ზელენსკიმ.

შეგახენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც დამპყრობლები24 თებერვლის შემდეგ, მიტაცებულ უკრაინულ ტერიტორიებს უკან დააბრუ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics