2022-05-13 12:57:07, 2028 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული ბანკებით ვეღარ ისარგებლებენ - რადამ 26 მილიარდიანი აქტივების ნაციონალიზაციას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რუსული Sberbank-ისა და VEB.RF-ის (ყოფილი Vnesheconombank) უკრაინაში არსებული შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ.
მიღებული კანონის თანახმად, უკრაინული Sberbank-ისა და VEB-ის შვილობილი კომპანიების კორპორაციული უფლებები, ისევე როგორც მათი ფინანსური აქტივები, რომლებიც განთავსებულია სხვა უკრაინულ ბანკებში, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
" რადას დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე საპრეზიდენტო სასწრაფო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს,"- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის წინადადებას უკრაინის ბაზრზე მყოფი რუსული ბანკების 26 მილიარდიანი აქტივების ნაციონალიზაციის შესახებ,
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან