01:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 22:03:34, 1726 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი - უკრაინაში უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ვიდრე სამხედრო

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ავრცელებს. 

მისივე თქმით. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის სტატისტიკა სამხედროებისას საგრძნობლად აღემატება.

"უკრაინაში დღესდღეობით უამრავი ტრაგიკული მოვლენა ხდება. ეს ფაქტობრივად არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ომი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი ათობით ჯერ აღემატება სამხედრო დანაკარგს. ეს ნიშნავს, იმას, რომ ხდება სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინელების გენოციდი. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, თუმცა ვხედავთ საშინელ კადრებს მარიუპოლიდან. მარიუპოლში უკვე ათობით ათასი ადამიანია დაღუპული", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics