11:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 11:47:12, 2553 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში რაკეტა ჩამოაგდეს - დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა ორი სახლი, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის Telegram  არხზე გავრცელდა.

შეტყობიმენაში აღნიშნულია, რომ დამპყრობლებმა ზაპოროჟიეში დარტყმა Kh-55 საჰაერო-ხმელეთის რაკეტებთ განახორციელეს.

ცნობილია, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

„ზაპოროჟიე, დილა, მტრის რაკეტის ჩამოვარდნა, წინასწარი ინფორმაცია: კერძო სექტორში ორი სახლი დაზიანდა. ინფორმაცია ზუსტდება, დეტალები მოგვიანებით, “- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით,ზაპოროჟიეს რეგიონში ბრძოლები მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გრძელდება. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა კვლავ გაისროლეს გულიაიპოლზე ზაპოროჟიეს მახლობლად, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics