11:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 12:48:23, 1452 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - რუსეთს შეუძლია ხანგრძლივი ომის წარმოება უკრაინაში, შემდეგი კვირები კრიტიკულად მნიშვნელოვანია

დრო უკრაინის მხარეს არ არის, - ამის შესახებ ამერიკის არმიის გენერალმა, მარკ მილიმ გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მარკ მილის თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის, პოტენციურად გადამწყვეტი, შეტევისგან თავის დასაცავად. 

„ამ ბრძოლის შედეგი, დღეს აქ, დამოკიდებულია ამ ოთახში მყოფ ხალხზე. უკრაინელები იბრძოლებენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ბრძოლისთვის საჭირო საშუალებები", - დასძინა მან.

საინფორმაციო სააგენტო  Reuters აშშ-ის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს  შესაძლებლობები და მზადყოფნა გააგრძელოს ჯარისკაცების და ქვედანაყოფების გაგზავნა უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics