12:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 18:40:52, 1479 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელებმა ხარკოვში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბი ავრცელებს.

მათივე თქმით, Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურეს. 2008 წელს წარმოებულ ამ საბრძოლო ვერტმფრენს ლაზერული ქვემეხი, ანტისატანკო კომპლექსი, საავიაციო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი აქვს. Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics