00:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 12:51:50, 2098 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა

საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი მაჩვენებლები შედარებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მარტში ექსპორტისა და იმპორტის ზრდა მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მაინც ძლიერი იყო, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, მაშინ, როდესაც იმპორტზე, სავარაუდოდ შიდა მოთხოვნის შემცირებამ მოსალოდნელზე მეტად იმოქმედა. საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ტურიზმის აღდგენა, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, გაძლიერდა კიდეც. გზავნილების მხრივ, მარტში დაფიქსირებული მდგრადობის შემდეგ, აპრილში მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც კი ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მთლიანობაში, მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების გაუმჯობესება იკვეთება, რაც 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარს წარმოადგენს.

უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოსა და რეგიონის სხვა ეკონომიკების კუთხით სენტიმენტების გაუმჯობესება გრძელდება. კერძოდ, მაშინ როდესაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის სუვერენული რისკ პრემია გაიზარდა, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ნორმალიზების ტენდენცია გრძელდება. როგორც ჩანს, ეს საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდთან შედარებით, ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის მხრივ უფრო ზომიერი შეფასებების შედეგია.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 18 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics