00:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 10:33:34, 1861 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუჩაში მანქანების სასაფლაო გამოჩნდა - უკრაინის შსს-ში ვიდეოს აქვეყნებს

რუსი ოკუპანტების თავდასხმის გამო, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მანქანების სასაფლაო გამოჩნდა.

ვიდეო ტელეგრამის არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა.

ვიდეოში ნაჩვენებია მანქანები, რომლებიც ლითონის გროვად აქციეს.

მანამდე ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ 12 აპრილის მდგომარეობით, ქალაქში 403 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

ფედორუკის თქმით, მათ ბუჩაში მეორე მასობრივი საფლავის გახსნა დაიწყეს, სადაც 56 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.  პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. 1 აპრილს, კი ბუჩაში 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იყო. მსხვერპლის ნაწილი მასობრივ საფლავებში, ნაწილი კი, ქუჩებში იპოვეს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics