01:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 13:31:52, 1705 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსული სპეცსამსახურები, უკრაინის დასადანაშაულებლად, რუსეთში ტერაქტების განხორციელებას გეგმავენ

რუსეთის ხელმძღვანელობა თავის ტერიტორიებზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავს. რათა უკრაინის დადანაშაულება და საზოგადოებაში ანტიუკრაინული განწყობის დათესვა შეძლოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.

"რუსული სპეცსამსახურებს გეგმაში აქვთ ტერორისტული თავდასხმების სერიის განხორციელებას რუსულ დასახლებებში. გეგმაშია საცხოვრებელი კორპუსების, საავადმყოფოებისა და სკოლების აფეთქება. ასევე ქალაქ ბელგოროდზე ან ყირიმის ერთ-ერთ ქალაქზე სარაკეტო და ბომბით თავდასხმაც", - აცხადებს დაზვერვის მეთაური კირილ ბუდანოვი.

თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი დაადანაშაულებს უკრაინას, კერძოდ კი, შეიარაღებული ძალების მოხალისეთა ბატალიონებს, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდასხმას ბუჩასა და კრამატორსკში შურისძიების მიზნით გეგმავენ.

გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში აქტიურად ითხრება თხრილები, პანიკაა უკრაინულ მოხალისეთა ბატალიონებშიც მოახლოებული შეტევების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics