|
2022-04-12 12:34:21, 1578 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი ჟურნალისტის პროგნოზით, რუსეთი მიზნად ისახავს 9 მაისისთვის უკრაინასთან ომში „შედეგს“ მიაღწიოს
უკრაინელი ჟურნალისტი სერგეი გარმაშის პროგნოზით, რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი მიზნად ისახავს 9 მაისისთვის უკრაინასთან ომში „შედეგს“ მიაღწიოს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედროები ორიენტირებულნი იქნებიან არა შესაძლებლობაზე, არამედ თარიღზე. „ეს ჩვენთვის მომგებიანია, რადგან ისინი ნაკლებად მომზადებულები იქნებიან. ბრძოლაში გაუშვებენ გაუწვრთნელ ჯარისკაცებს. ჩვენი სამხედროებისგან გავიგე ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში რუსი 19 წლის ჯარისკაცები ჩამოიყვანეს. ისინი ტელევიზორში უყურებდნენ, როგორ „იგებს“ რუსული არმია, უყურებდნენ როგორ მიაქვთ ნაძარცვი ნადავლი უკრაინაში და ასევე სურთ თავადაც მიიღონ რაიმე“, - ამბობს გარმაში. ცნობისთვის, რუსეთში 9 მაისს, საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა და რუსეთის მიერ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო, მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი იმართება. უკრაინაში კი მთავარი ღონისძიებები 8 მაისს - ხსოვნისა და შერიგების დღეს იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)