01:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:40:53, 1905 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 19 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 19 500-ზე მეტი ჯარისკაცი.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 725 ტანკი, 1 923 ჯავშანტექნიკა, 347 საარტილერიო სისტემა, 111 სარაკეტო სისტემა და 55 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 154 თვითმფრინავი, 137 ვერტმფრენი, 1 387 საავტომობილო ტექნიკა, 119 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 7 ერთეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics