02:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 10:28:10, 1864 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული ავიაციის აქტიურობა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გაიზრდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ რუსეთი გაზრდის საავიაციო მხარდაჭერას უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ბრძოლებში. ამის შესახებ უწყების Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა გუშინ მომხდარი ფაქტი - აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმა.

ამასთანავე, დაზვერვა წერს, რომ რუსული ჯარები კვლავ დონბასის დაკავებაზე, ასევე მარიუპოლისა და ნიკოლაევის დაპყრობაზე არიან ორიენტირებულნი. რუსეთი საზღვაო გზებით აგრძელებს უკრაინაში საკრუიზო რაკეტების გაშვებას.

თუმცა ბრიტანეთის უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის გეგმები, შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და დონბასს შორის, კვლავ შეუძლებელია, რადგან ისინი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობას აწყდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics