|
2022-04-06 11:25:40, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა - რუსულ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყებიდან რუსეთის ჩადენილ 4 684 დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს. მათი უმეტესი ნაწილი - 4 533 ომის კანონების დარღვევას ეხება. როგორ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის 353 ეჭვმიტანილია, მათ შორის რუსი მინისტრები, დეპუტატები და ოფიციალური პირები და კრემლის პროპაგანდისტები. ამ დროისთვის პროკურატურას უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 2 400-მდე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული აქვს დაფიქსირებული. მათი უდიდესი ნაწილი 1 608 უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უკავშირდება. უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევის, ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში. „ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს ეროვნული სასამართლოებისთვის და ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის. მტკიცებულება აღარ არის მხოლოდ ომის დანაშაულები, არამედ დანაშაულებიც კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ დავამტკიცებთ ყველა ფაქტს, რათა დავსაჯოთ ისინი, ვინც აწამებდნენ, დასცინოდნენ და ანადგურებდნენ უკრაინელებს“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)