03:14 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 15:59:46, 963 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ აზარაშვილი დასაქმების პროგრამაზე - ერთ თვეში დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა

„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტი პირველ მარტს დავიწყეთ, ერთი თვე გავიდა და გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით 20 000  ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა, უკვე დაკონტრაქტებულია 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ეს შედეგი“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან დასაქმებულები.

„ისინი დასაქმებულები არიან ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარე, ასევე საოფისე სამუშაოები, სხვადასხვა სატყეო სამუშაოები, მუშაობენ ტერიტორიების კეთილმოწყობისა და გამწვანების მიმართულებით და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე ინფრასტრუქტურის კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული და  საქმიანობის ფორმალიზებას მოახდენს. ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ასევე  საქმიანობის ფორმალიზება ჯამში 2 300-ზე მეტმა პირმა აირჩია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics