05:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 14:37:17, 753 ნახვა

სამართალი
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საჩხერის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი დავით ჩხარტიშვილი და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საჩხერის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„სრულად გარემონტდა საჩხერის რაიონული პროკურატურის ოფისი. მოეწყო არასრულწლოვანთა ოთახი. ასევე შშმ პირებზე ადაპტირებული სივრცე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს" - განაცხადა საჩხერის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ.

საჩხერის რაიონული პროკურატურა ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics