05:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 12:57:08, 928 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე - პროკურორთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, პროკურატურის და პროკურორის დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე

პროკურორთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, პროკურატურის და პროკურორის დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე. ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა რიგით მეოთხე კონფერენციის ფარგლებში, რომლის გახსნის პატივი კონფერენციის თავმჯდომარის რანგში მერგო მე" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, რომელთა მიზანიც ძირითადად იყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, შეიქმნა პროკურორების და პროკურატურის გამომძიებელთა, საერთო კრება, კოფერენცია.

რაც შეეხება დღევანდელ კანდიდატებს, გენერალური პროკურორის თქმით, საბჭოს წევრობის სამ კვოტაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა 9 კანდიდატი, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ მოტივაციას, ხედვას და პროგრამას გააცნობენ. შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება, რომლის შედეგადაც პროკურორთა კონფერენცია, ფარული კეჭისყრით, ხმათა უმრავლესობით  საპროკურორო საბჭოს სამ ახალ პროკურორ წევრს შეარჩევს.

გენერალურმა პროკურორმა ასევე, მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს და ადმინისტრაციულ კომიტეტს.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics