05:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 15:05:09, 1063 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაცვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს,  თბილისში, „გლდანის ხიდების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პ.ჭ. მის ადვოკატს გ.ბ.-ს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობა მიაყენა.

,,სამართალდამცავებმა პ.ჭ. 19 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა დაცვის განხორციელებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" , - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics