|
2022-03-21 15:14:50, 1094 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად სპორტული მედიცინისა და რეაბილტაციის ცენტრ „ჯიქი“-ში იმყოფებოდა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა ხარდასაჭერად. 2022 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად სპორტული მედიცინისა და რეაბილტაციის ცენტრში „ჯიქი“ იმყოფებოდა. ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში. მინისტრი პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. „სამედიცინო რეაბილიტაცია სამინისტროს პროგრამების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამ პროგრამების მოსარგებლეები არიან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზარდები, პროგრამები რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 2022 წელს გაიზარდა სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალიწინებული სეანსების რაოდენობა“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 2021 წელთან შედარებით მიმდინარე წელს ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა 1 120 120 ლარით და შეადგენს 3 884 800 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით სამინისტრო 6 პროგრამას ახორციელებს, კერძოდ ფინანსდება: - ბავშვთა ადრეულ განვითარება, ბავშთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, სმენაპროტეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია. სამინისტროს პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს სერვისებს აწვდის 17 სარეაბილიტაციო ცენტრი.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)