2022-03-06 02:51:40, 996 ნახვა
ეკონომიკა
Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადეს
Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადეს. Visa და Mastercard რუსეთიდან გადიან და უახლოეს დღეებში შეაჩერებენ ყველა ტრანზაქციას.
„რუსეთში გაცემული Visa ბარათებით ინიცირებული ყველა ტრანზაქცია აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი Visa ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში“, - აცხადებენ Visa.-ში.
Mastercard-მა ასევე განაცხადა, რომ აჩერებს მომსახურებას რუსეთში. რუსული ბანკების მიერ გაცემული ბარათები აღარ იქნება მხარდაჭერილი Mastercard ქსელის მიერ. გარდა ამისა, რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული Mastercard ბარათები არ იმუშავებს რუსეთის ტერიტორიაზე.
კომპანიამ აღნიშნა, რომ იგი განაახლებს ოპერირებას რუსეთში, როდესაც მიზანშეწონილი იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,