10:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 13:45:14, 1368 ნახვა

სამართალი
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ "ნაცმოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

ამასთან,  გადაწყვეტილებამდე ცოტახნით ადრე ბრალდებულმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics