21:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 14:11:50, 1000 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთში ინფლაცია თითქმის 50%-ს აღწევს, რაც ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 48,7%–მდეა გაზრდილი, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის თანახმად, სამომხმარებლო საქონლის ფასები იანვარში 11,1%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც უფრო მაღალია ანალიტიკოსების პროგნოზებთან შედარებით, რომელიც 9%-დან 10%-მდე ვარაუდობდნენ.

ვალუტის ტურბულენტობამ მძიმედ დაარტყა თურქებს, რადგან მათი ხელფასების ღირებულება დაეცა და საქონლისა და ენერგიის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 14%-მდე.

„ერდოღანის წარუმატებელი მონეტარული პოლიტიკის ექსპერიმენტის შედეგები“, – ასე აფასებს ტიმოთი ეში, ბლუბეის მენეჯმენტის განვითარებადი ბაზრების უფროსი სტრატეგისტი ინფლაციის გაზრდას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics