23:57 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 11:29:20, 1495 ნახვა

სამხედრო
ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცლებს.

უწყების ცნობით, ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.

"ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა კურსის საველე კომპონენტის მსვლელობასაც დაესწრო, რომელიც ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ერთკვირიანი სწავლება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, JTEC-ის ბაზაზე არსებული წვრთნების შეფასების ცენტრის ორგანიზებით იმართება. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება და ქვედა დონის სამეთაურო რგოლისთვის საბრძოლო მომზადებაში შეფასების პრინციპების შესწავლას, სასწავლო ხაზების დაგეგმვისა და მოწინააღმდეგე ძალების გამოყენებით რეალისტური საწვრთნელი გარემოს შექმნის პროცესში უნარების განვითარებას ისახავს მიზნად." - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან გამართა. კრწანისში, JFTC -ის მეთაურმა მას ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარების, მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics