21:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-30 13:34:40, 5525 ნახვა

რეგიონი
ფარავანის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, წესები დაწესდა

თოვლის და ქარბუქის საშიშროების გამო, ფარავანის უღელტეხილზე, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამბავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ამ და გზის დანარჩენ მონაკვეთზე, თავისუფალია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლის და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics