06:23 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 20:27:30, 1738 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საამიროების ეროვნულ ნავთობკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხები განვიხილეთ

არაბთა გაერთიანებული საამიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საამიროების ეროვნული ნავთობკომპანიის (ENOC) ხელმძღვანელებთან. დელეგაციაში შედიოდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

„ეს არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრეიდერი,  მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც, ზოგადად, ენერგეტიკაში  მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის.  კომპანია დაინტერესებულია ჩვენი დერეფნით და, აქედან გამომდინარე,  ვისაუბრეთ ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნავთობკომპანია ENOC დაარსების დღიდან დუბაის მთავრობის განკარგვაშია. კომპანიის ბიზნესინტერესები მოიცავს ნავთობის და გაზის ძიება-მოპოვებას, გადამუშავებას და ვაჭრობას, სატერმინალო მომსახურებას, საავიაციო და საპოხ-საცხები მასალებით ვაჭრობას.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შემდგომი თანამშრომლობის საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანის მიმართულებით. ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნება სამომავლო კომერციული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics