07:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 15:08:58, 547 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება

ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.

მისი თქმით, მიზანია, 2024 წლისთვის მთავრობის ვალი ჩამოსცდეს მშპ-ს 50 პროცენტს.

„ამ მაჩვენებლის მისაღწევად, ჩვენ 2022 წელს დეფიციტი 4.2, ხოლო 2023 წელს 3 პროცენტის დონეზე გვაქვს დაგეგმილი. დეფიციტის ამგვარი შემცირების შედეგად, 2023 წლიდან კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 7 პროცენტამდე მცირდება. კაპიტალური ხარჯების ეს დონე, დაახლოებით, 1 პროცენტით ნაკლებია ჩვენი ბოლო რამდენიმე წლის მაჩვენებელზე.  კაპიტალური ხარჯების ეს დანაკლისი ჩვენ ერთი მხრივ, უნდა დავაკომპენსიროთ უკეთესი პრიორიტეტების გამოკვეთით და დავაფინანსოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა დამატებით არადეფიციტური რესურსის მოძიებაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics