17:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 14:10:42, 1082 ნახვა

რეგიონი
ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

პროექტის მეორე ეტაპზე, სოფელში 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ  554 000 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.

“ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა შევქმნათ, ამ კუთხით არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ამ სწრაფ ტემპს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ. სოფელ ქვემო ბოლნისში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 1500 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი  განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე  700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეებიც მოვაწყვეთ. ახლა უკვე სოფლის მოსახლეობა მოწესრიგებული გზით სარგებლობას შეძლებს, რაც, დამეთანხმებით, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics