00:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 12:56:29, 1124 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ძლიერი ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს, რომ ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ექიმ ზურაბ ფაღავას მიერ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილ კონსილიუმს ტოვებს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ექიმის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობითა და უსაფრთხოებით მანიპულირება.

„ჩვენ არ მოვახდენთ სპეკულირებას, თუმცა ფაქტები მეტყველებს თავისთავად. კონსილიუმმა დადო დასკვნა, რომელიც არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს მე-18 დაწესებულებაში და ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, ძლიერი ექიმი, მაღალი რეპუტაციის მქონე, ტოვებს კონსილიუმს. ეს რას ნიშნავს? ერთადერთს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება. ამის უფლება ქართველმა ხალხმა და სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც ერთადერთია, ვინც მოწოდების სიმაღლეზე დგას, არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics