01:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 10:16:33, 802 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური - მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტების მიღება დაიწყო

სპეციალური  პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტებზე მათ შორის ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე"- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა. მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მერვე დღეა იმყოფება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics