17:57 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 20:48:14, 864 ნახვა

ეკონომიკა
კვარიათში თიბისი მხარდაჭერით ახალი სასტუმრო Litz Resort-ი გაიხსნა

ხელვაჩაურის რაიონში მაღალი კლასის, 101 ნომრიანი სასტუმრო Litz Resort-ი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.-ნათქვამია "თიბისი" ბანკის განცხებაში.

Litz Resort-ი საშუალებას იძლევა ერთდროულად 250-მდე სტუმარი მიიღოს, იგი გათვლილია ყველა ტიპის და ასაკის სტუმარზე. აქ მოსულებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლონ არაერთი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით. სასტუმროში არის კინოთეატრი, სპა, ბოულინგი, საბილიარდო,  სალონი, ჯაზ-კლუბი, 3 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, სიგარ კლუბი, სპორტული დარბაზები, ორი პეტანკე მოედანი, ბიბლიოთეკა ბუხრით, ობსერვატორია, ჩილიმ ბარი, ვერტმფრენის მოედანი და სხვა.

"სასტუმროში მდებარეობს 3 აუზი, ერთი დახურული შიდა აუზი და ორი გარე, რომელთაგან ერთი ე.წ. infinity pool - მარილიანი წყლით ზღვაზე გადაკიდებული აუზია, ხოლო მეორე მტკნარი წყლითა და ჩანჩქერით.  სასტუმროდან ტყეში შემავალ გზაზე 8 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკია მოწყობილი.

სპეციალურად ბავშვებისთვის  სასტუმროში მოეწყო გასართობი და სათამაშო ოთახი, სანაყინე, გარე გასართობი სივრცე, საწუწაო მოედანი და 2 გიგანტური ჭადრაკის დაფა.

პირველ ეტაპზე სასტუმროში 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა 90 % -ს ადგილობრივები წარმოადგენენ. სასტუმროს მშენებლობაზე 30 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დაიხარჯა. პროექტი სახელმწიფო საგარანტიო სქემით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა."-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics