00:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 13:25:00, 663 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა

ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, და ჩვენ ამას ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე კვირაა უკვე, თუ საით მიდის ქვეყანა, როგორ დავძლევთ ამ სიღარიბეს და მთავარ გამოწვევას, რაც არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოკუპაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.

„ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ  გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები, ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და რომლის შედეგიც არის ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს შემთხვევით არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის დაგროვილი იმ ძალიან ბევრი - ასობით და ათასობით განხორციელებული პროექტისა და პროგრამისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პროგრამები, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", "შეღავათიანი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და ასე შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მეგობრებო, მოგეხსენებათ კარგად, რომ ათასობით ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა, ათასობით ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, მათ შორის გადამამუშავებელიც, სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1000-მეტი და შედეგად, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს მასშტაბები და პროგრამები გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური  ისე, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს აღნიშნული პროგრამების სიკეთე", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics